ოფელ უტყისუბანში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საპიკნიკე   და საკემპინგე ადგილი მოეწყო - Palitra News

ოფელ უტყისუბანში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საპიკნიკე   და საკემპინგე ადგილი მოეწყო

2026-06-02 10:05:50+04:00

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, სოფელ უტყისუბანში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო. პროექტის ძირითადი მიზანი ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის გაძლიერებაა. პროექტი სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, მსოფლიო ბუნების ფონდის კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ განხორციელდა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.