მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. მდინარე მტკვარზე აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს თანამედროვე სტანდარტებითა და მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით აღჭურვილ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მტკვრის დაცვის დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, კოალიცია „მტკვარ-არაქსის" ინიციატივით, 1999 წელს დაარსდა.