ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული ორი რაკეტა მოიგერიეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ მტრის თვითმფრინავმა ჩრდილოეთ ისრაელში შეაღწია, სავარაუდო სამიზნე კი ლიბანის საზღვართან ახლოს ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამასთან, „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ გვიან ღამით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის სამიზნეებზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს. ამავდროულად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბ აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ თუ „ჰეზბოლა“ არ შეწყვეტს ისრაელის ქალაქებსა და მოქალაქეებზე თავდასხმას, ისრაელი ბეირუთში სამიზნეებზე იერიშს მიიტანს.მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე გააგრძელებენ ოპერაციას სამხრეთ ლიბანში, როგორც დაგეგმილი იყო. ამ ფონზე, კი აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება. მანამდე, ირანულმა მედიამ ირანის მხრიდან აშშ-სთან კომუნიკაციის შეწყვეტის შესახებ იუწყებოდა.