პალიტრამედიამ ტრადიციას არ უღალატა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პატარებს უმასპინძლა. პირველ ივნისთან დაკავშირებით პალიტრა მედიაში არაერთი გასართობი ღონისძიება გაიმართა. მედიაჰოლდინგმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ნამდვილი დღესასწაულით მიულოცა. ადგილზე ბავშვებს მთელი საღამოს განმავლობაში შეეძლოთ ეთამაშათ, დაეხატათ და სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.