დეველოპერულმა კომპანიამ „ბიოგრაფი ლივინგმა“ Biograpi Living ბაზარზე ოპერირების 3 წლის იუბილე ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში აღნიშნა. ღონისძიებაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ფხაკაძემ, შეაჯამა განვლილი გზა, ისაუბრა 9 მიმდინარე პროექტზე და დაანონსა 5 სრულიად ახალი პრემიუმ პროექტი, რომლებიც თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებში განთავსდება