თქვენს ქალაქში დაასახიჩრეს ასობით ადამიანი, თქვენს ქალაქში არსებობს პოლიტპატიმრები, თქვენს ქალაქში საწამებელი „მარშრუტკები" გყავდათ, ავტობუსები რუსთაველის გამზირზე, საწამებელ ავტობუსებში აწამებდნენ ხალხს, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“.
როგორც კუპრაძემ აღნიშნა, კახა კალაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.
„თქვენს ქალაქში, სადარბაზოებთან ხვდებოდნენ ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს და სცემდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების ქვეშ იყვნენ. ნახევარ თბილისს დაურეკეს და დედა აგინეს, იმიტომ რომ აქციაზე იდგნენ. ეს ხომ იყო ორგანიზებული? არც ამაზე გრძნობთ პასუხისმგებლობას?... თქვენ უნდა გადადგეთ, თუ არ გეშინიათ ამ პასუხისმგებლობის აღების.
„ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს და თანამდებობის პირებს დრო აფასებს და როგორც ვნახეთ, მხოლოდ და მხოლოდ ციხით ფასდებიან“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.