ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთი უკრაინის ქალაქებში სიკვდილისა და ნგრევის მოტანას აგრძელებს - უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეს და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით - Palitra News

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთი უკრაინის ქალაქებში სიკვდილისა და ნგრევის მოტანას აგრძელებს - უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეს და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით

2026-06-02 11:28:47+04:00

რუსეთი უკრაინის ქალაქებში სიკვდილისა და ნგრევის მოტანას აგრძელებს, - ასე ეხმაურება ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

მისი განცხადებით, ეს თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის მხრიდან ადამიანის სიცოცხლისა და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას.

„უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეს და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. რუსეთმა უნდა დაასრულოს აგრესია“, - წერს ესტონეთის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 700-ზე მეტი დრონისა და რაკეტის გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც კიევში, დნიპროსა და ხარკოვში 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.