ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ, ამერიკის საელჩომ ორივე მხარესთან, ვიზიტები შეაჯამა - რას ამბობენ მხარეები - Palitra News

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ, ამერიკის საელჩომ ორივე მხარესთან, ვიზიტები შეაჯამა - რას ამბობენ მხარეები

2026-06-02 12:56:02+04:00

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ, ამერიკის საელჩომ ორივე მხარესთან, ვიზიტები შეაჯამა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციამ საქართველოს მთავრობას კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა. ინფორმაციის მიხედვით, შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს. განცხადებაში აღნიშნულია, ოპოზიციის როლიც. ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილისთვის, ეს გზავნილია, რომ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს ძლიერ ოპოზიციას და მის მონაწილეობას პოლიტიკურ ინსტიტუტებში.