ძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო საქმიანობას შეუდგა - რა მოლოდინები აქვთ ოპოზიციაში - Palitra News

ძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო საქმიანობას შეუდგა - რა მოლოდინები აქვთ ოპოზიციაში

2026-06-02 12:56:49+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო საქმიანობას შეუდგა. სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და გამოვლენა იქნება, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს.