„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძე განცხადებით, კახა კალაძეს მმართველობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მისი საქმიანობის შესახებ ფართომასშტაბიანი გამოძიების დაწყებაა საჭირო. დღევანდელ ბრიფინგზე ურუშაძემ განაცხადა, რომ 2017 წლიდან დღემდე კახა კალაძემ თბილისელების 16 მილიარდი ლარი გაფლანგა. მისი თქმით, აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები შესაძლო კორუფციული გარიგებების თაობაზე და საჭიროა დადგინდეს, როგორ დაიხარჯა ეს რესურსი წლების განმავლობაში. ურუშაძემ ასევე გააკრიტიკა დედაქალაქის მერიის ჯარიმების პოლიტიკა და განაცხადა, რომ მიღებული შემოსავლები არარაციონალურად იხარჯება.