საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, მოადგილეებთან ერთად, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე გამართულ ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მებრძოლებმა სხვადასხვა სახის სპეციალური ოპერაციები და საცეცხლე მომზადების იმიტირებული საველე დავალებები შეასრულეს. საჩვენებელი წვრთების პარალურად სამსახურის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ჯავშანტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა.