საფრანგეთში რუსეთის საელჩომ მოითხოვა, პარიზმა სრული ინფორმაცია მიაწოდოს გემის დაკავების გარემოებების შესახებ - Palitra News

საფრანგეთში რუსეთის საელჩომ მოითხოვა, პარიზმა სრული ინფორმაცია მიაწოდოს გემის დაკავების გარემოებების შესახებ

2026-06-02 13:03:05+04:00

საფრანგეთში რუსეთის საელჩომ მოითხოვა, პარიზმა სრული ინფორმაცია მიაწოდოს გემის დაკავების გარემოებების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მტკიცებით, პარიზის ქმედებები ევროპული სამართლებრივი ნიჰილიზმისა და ნორმების საკუთარი მიზნების შესაბამისად გადაწერის მაგალითია. გუშინ ატლანტის რეგიონის საფრანგეთის საზღვაო პრეფექტურამ განაცხადა, რომ რუსეთიდან მიმავალი ტანკერი დააკავეს. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, გემი ცრუ დროშის ქვეშ მოძრაობდა. გემის დაკავების შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც გაავრცელა.