ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვების 63% უცხოელებზე მოდის - Palitra News

ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვების 63% უცხოელებზე მოდის

2026-06-02 13:53:54+04:00

ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვების 63% უცხოელებზე მოდის. როგორც გალთ ენდ ტაგარტის კველვა ცხადყოფს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოს მთავარ შავი ზღვისპირა ქალაქში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა, 2025 წლის ბოლოს დაფიქსირებული გაზრდილი გაყიდვების შემდეგ. ხოლო

ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. კვლევის თანახმად, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებს ეყრდნობა, 2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში 321 მლნ დოლარის ღირებულების 4 049 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია. ამავე კვლევის თანახმად, მეორად ბაზარზე, რაც ფიზიკურ პირებს შორის შემდგარ გარიგებებს გულისხმობს, გაყიდვები წლიურად 10.1%-ით არის გაზრდილი. ხოლო პირველად ბაზარზე, რაც უკვე დეველოპერსა და ფიზიკურ პირს შორის განხორციელებული ტრანზაქციაა, გაყიდვები 21.1%-ით არის გაზრდილი. ასე მაგალითად, 2026 წლის იანვარ-მარტში, ბათუმის უძრავი ქონების პირველად ბაზარზე 182 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, ხოლო მეორად ბაზარზე 138 მლნ დოლარის. რაც შეეხება გაყიდვებს მოქალაქეობის მიხედვით, ბათუმში 2026 წლის იანვარ-მარტში გაყიდული ბინების 37% მოდიოდა საქართველოს მოქალაქეებზე, ხოლო 63% - უცხოელებზე.

რომელთა შორის 18% ევროპის ქვეყნის მოქალაქეა; 16% - უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის; 10% - ისრაელის მოქალაქე; 4% - თურქეთის; 3%- არაბული ქვეყნების, ხოლო 12% - სხვა ქვეყნის მოქალაქე. კვლევიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ იმ პროექტებში, რომლებიც მომავალი სამი წლის განმავლობაში სრულდება, ბინების ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია.