კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 14%-ით გაიზარდა - Palitra News

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 14%-ით გაიზარდა

2026-06-02 13:54:31+04:00

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 14%-ით გაიზარდა. უახლესი მონაცემი აპრილის სტატისტიკაა, რომლის თანახმადაც, ამ წლის აპრილის ბოლოს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (რა თქმა უნდა ამაში არ შედის ბანკთაშორისი სესხები), თითქმის 73 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 144 მილიონი ლარით ( ანუ 0.20%-ით) მეტია მარტში არსებულ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის განახლებული სტატისტიკით, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.14% შეადგინა.

ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.18 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა დაახლოებით 55 მლნ ლარით გაიზარდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11 მილიარდი ლარის სესხი, ხოლო უცხოური ვალუტით 21 მილიარდ ლარზე მეტი აქვთ გასესხებული. 2026 წლის აპრილის განმავლობაში 1.20%-ით, ანუ 453 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 38 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

2026 წლის აპრილის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.51% შეადგინა