ქობულეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მასშტაბური, პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის მშენებლობა იწყება - - Palitra News

ქობულეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მასშტაბური, პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის მშენებლობა იწყება -

2026-06-02 13:55:10+04:00

ქობულეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მასშტაბური, პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის მშენებლობა იწყება. საქართველოს წამყვანი დეველოპერი „არქი“ და საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი, მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდის Swissôtel-ის მშენებლობას ერთობლივად აანონსებენ.

3 ივნისს, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის ლოკაციაზე პროექტის ოფიციალური წარდგენაა დაგეგმილი. ადგილზე სპეციალური ღონისძიება მოეწყობა და ამავე დღეს დაიწყება წინასწარი გაყიდვებიც.

პროექტი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს; კომპლექსში ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი და ბარი, იტალიური რესტორანი, კაზინო, 2500 კვ.მ ფართობის ფიტნესდარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და საბავშვო გასართობი სივრცე. კომპლექსის არქიტექტურულ გეგმარებაზე Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტი ქობულეთის საკურორტო ზონაში უნიკალურ დასასვენებელ სივრცეს შექმნის. მისი მთავარი უპირატესობა ყველა აპარტამენტიდან ზღვის ხედია, ხოლო კონცეფცია ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულ ინტეგრაციას ეფუძნება. კომპლექსის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონ დოლარს შეადგენს.