ირაკლი ფავლენიშვილი - კახა კალაძე დაგვპირდა, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნებოდა, მაგრამ გვაქვს საცობებით და ჯარიმებით სავსე ქალაქი - Palitra News

ირაკლი ფავლენიშვილი - კახა კალაძე დაგვპირდა, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნებოდა, მაგრამ გვაქვს საცობებით და ჯარიმებით სავსე ქალაქი

2026-06-02 14:49:36+04:00

კახა კალაძე დაგვპირდა, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნებოდა, მაგრამ გვაქვს საცობებით და ჯარიმებით სავსე ქალაქი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კახა კალაძე აპირებს საპარკინგე სივრცეების შემცირებას და ჯარიმების ხარჯზე მოქალაქეების იძულებას, რომ დათმონ კერძო ავტომობილები.

„კახა კალაძის მმართველობა არის დაკავშირებული თბილისელების ცხოვრების გართულებასთან. მან გაურთულა ცხოვრება მეტროთი მოსარგებლეებს, საჯარო ტრანსპორტით მოსარგებლეებს, მან გაურთულა ცხოვრება მანქანით მოსიარულეებს.

ის დაგვპირდა, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნებოდა, მაგრამ გვაქვს საცობებით და ჯარიმებით სავსე ქალაქი. იმის მაგივრად რომ აშენებდეს ესტაკადებს, გაჰყავდეს ხიდები, განხორციელდეს კონკრეტული პროექტები, რაც მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, ამბობს რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებს. აპირებს საპარკინგე სივრცეების შემცირებას და ჯარიმების ხარჯზე მოქალაქეების იძულებას, რომ დათმონ კერძო ავტომობილები.

იმ ქალაქის მერია, რომლის 20% არის მხოლოდ და მხოლოდ მისი გუნდის მხარდამჭერი, ამ დროს მან, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ყველა ადამიანი გააძევა სამსახურიდან, თბილისის მერიის სამსახური აქცია პარტიული დასაქმების ადგილად.

კახა კალაძეს უკავშირდება უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფა მშენებლობების დროს, რის გამოც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.