მოსამართლემ არა მარტო ჩემი შვილის ღირსება, არამედ საქართველოს მომავალიც დაიხსნა - გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე - Palitra News

მოსამართლემ არა მარტო ჩემი შვილის ღირსება, არამედ საქართველოს მომავალიც დაიხსნა - გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე

2026-06-02 15:53:48+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორივე მსჯავრდებულის წინააღმდეგ მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მაქსიმალური სასჯელი გამოიყენა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მათ სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ. მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქმეში წარმოდგენილი კომუნიკაციების შინაარსი, რომელიც ასახავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების გულგრილ დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ, ვინაიდან მათ მიერ, ადამიანზე, განსაკუთრებით, მასწავლებელზე თავდასხმა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება“. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არ დგინდება გიგა ავალიანის მხრიდან რამე სახის ზედმეტი კომუნიკაციის არსებობა, რაც სასამართლოს შეფასებით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთდამოკიდებულებას გასცდებოდა.„მოსამართლემ არა მარტო ჩემი შვილის ღირსება, არამედ საქართველოს მომავალიც დაიხსნა“ - განაცხადა გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ.