კობახიძის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, მიაღწიონ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას - რა მოლოდინები აქვთ ოპონენტებს - Palitra News

კობახიძის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, მიაღწიონ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას - რა მოლოდინები აქვთ ოპონენტებს

2026-06-02 15:59:05+04:00

ირაკლი კობახიძის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, მიაღწიონ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას, რაც მოიაზრებს თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, თანამშრომლობის სრული მოცულობით განახლებასა და განვითარებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამჟამად მიმდინარეობს აქტიური პოლიტიკური დიალოგი აშშ-ის ადმინისტრაციასთან, რათა „წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგეს. საკუთარ პოზიციაზე საუბრობს ამერიკული მხარეც. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ, ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს.