ცენზურა თუ სიძულვილის ენის პრევენცია - რა მიზანი აქვს გუშინ ამოქმედებულ ახალ სამმართველოს - Palitra News

ცენზურა თუ სიძულვილის ენის პრევენცია - რა მიზანი აქვს გუშინ ამოქმედებულ ახალ სამმართველოს

2026-06-02 16:00:28+04:00

ცენზურა თუ სიძულვილის ენის პრევენცია? სინამდვილეში რას ემსახურება ახალი სამმართველო, რომელიც უკვე მეორე დღეა ფუნქციონირებს. როგორც ინიციატორები აცხადებენ, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული განცხადებების მონიტორინგი და გამოვლენა იქნება, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახალი სამმართველოს მიზანი სინამდვილეში ადამიანების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა.