გუშინ ირაკლი კუპრაძესთან დებატებში პირწმინდად დამარცხდა თბილისის მერი - კახა კალაძე. დამარცხდა იმიტომ, რომ ვერ გასცა პასუხი უმთავრეს კითხვას - ვინ არის პასუხისმგებელი თბილისის მართვაზე! - ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართრველოს წევრები აცხადებენ. მათი შეფასებით, გუშინდელმა დებატებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ როდესაც საუბარია შეუსრულებელ დაპირებებსა და კორუფციულ სკანდალებზე, კახა კალაძე პასუხისმგებლობას გაურბის. მათი თქმით, შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ როექტებზე, საცობებზე, ავარიულ სახლებზე პასუხისმგებლობა ქალაქის მერს - კახა კალაძეს ეკისრება.