კიევზე მძიმე დარტყმის შემდეგ ზელენსკი პარტნიორებს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს - Palitra News

კიევზე მძიმე დარტყმის შემდეგ ზელენსკი პარტნიორებს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

2026-06-02 21:17:00+04:00

რუსეთის მასშტაბური თავდასხმების ფონზე უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, თუ უკრაინა ბალისტიკური და სხვა ტიპის სარაკეტო იერიშებისგან სათანადოდ დაცული არ იქნება, მსგავსი შეტევები გაგრძელდება.

მისი ინფორმაციით, თავდასხმების შედეგების ლიკვიდაციაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის 500-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.

ყველაზე მძიმე დარტყმა კიევზე განხორციელდა, სადაც დაზიანდა ათობით საცხოვრებელი შენობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი. თავდასხმას მსხვერპლი და დაშავებულებიც მოჰყვა.

ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხარკოვის ოლქშიც დაარტყეს. იერიშები ასევე ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხმელნიცკის ოლქებშიც განხორციელდა.