აშშ-ის აიოვას შტატში ოჯახური დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა - მამაკაცმა ოჯახის ექვსი წევრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი არასრულწლოვანია. სამართალდამცველების ცნობით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
გავრცელებული მონაცემებით, 52 წლის რაიან უილისმა თავდაპირველად ოჯახის წევრები საცხოვრებელ სახლში მოკლა, მოგვიანებით კი სახლიდან მოშორებით, მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე თავიც მოიკლა.
ადგილზე მისულ პოლიციელებს ოჯახის წევრები გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო ეჭვმიტანილი, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მალევე გარდაიცვალა.