ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. პროკურორის განმარტებით, დაკავებულებმა ბრალი აღიარეს და ჩადენილი ქმედება მოინანიეს, რაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი საფუძველი გახდა.
შეთანხმების პირობების მიხედვით, შვიდივე ბრალდებულს 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრება.