სიძულვილის ენის პრევენცია თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა - ახალი სამმართველოს საქმიანობა პოლიტიკური დაპირისპირების თემად იქცა. სტრუქტურა უკვე მეორე დღეა ფუნქციონირებს და მის დანიშნულებაზე განსხვავებული შეფასებები ისმის. ინიციატორების განმარტებით, სამმართველოს მთავარი ფუნქცია საჯარო სივრცეში გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გამოვლენა და მონიტორინგი იქნება. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ახალი უწყების რეალური მიზანი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა კი არა, მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლა და საზოგადოებრივი ყურადღების სხვა საკითხებიდან გადატანაა.