ბაქო-თბილისი-ყარსის განახლებული სარკინიგზო მარშრუტი ოფიციალურად ამოქმედდა. საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი პროექტს რეგიონული და საერთაშორისო დაკავშირებადობისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინფრასტრუქტურად განიხილავენ.
გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიიღეს.
მთავრობის შეფასებით, ახალი სარკინიგზო ხაზი რეგიონში დამატებით გამტარუნარიანობას ქმნის, ხელს უწყობს სატვირთო ნაკადების გადანაწილებას და ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირებს აძლიერებს.