საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს.
თბილისის პროკურორის გიორგი მიქაიას ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე საქართველოს ოთხმა მოქალაქემ ორგანიზებული სქემა შექმნა.
გამოძიების ვერსიით, ისინი აშშ-ში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ეძებდნენ და თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიების, ე.წ. „ქეისების“ მომზადებას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლო პროცესებში მხარდაჭერას სთავაზობდნენ.
სამართალდამცველები საქმეზე დეტალების დადგენას აგრძელებენ.