ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერის განცხადებებს აკრიტიკებს და მათ არასერიოზულს უწოდებს - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები - Palitra News

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერის განცხადებებს აკრიტიკებს და მათ არასერიოზულს უწოდებს - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

2026-06-02 21:30:04+04:00

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებებს მწვავედ გამოეხმაურა და ისინი არასერიოზულად შეაფასა.

კობახიძის განცხადებით, გერმანელი დიპლომატი საკუთარ შეფასებებში მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, რაც, მისი აზრით, მიუღებელია და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს.

პრემიერმა კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეც, სადაც, მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრისშესახებ მოძველებული ინფორმაცია კვლავ განთავსებულია. კობახიძემ ეს ფაქტი გერმანული მხარის არაკომპეტენტურობისა და პრინციპული მიდგომების შესუსტების ნიშნად შეაფასა.

განცხადება მოჰყვა პეტერ ფიშერის ინტერვიუს, სადაც გერმანიის ელჩმა საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე საკუთარი შეფასებები გააჟღერა.