ფაშინიანი: "რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები სომხეთის ექსპორტზე ნეგატიურ გავლენას ახდენს" - Palitra News

ფაშინიანი: "რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები სომხეთის ექსპორტზე ნეგატიურ გავლენას ახდენს"

2026-06-02 21:34:18+04:00

რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებული შეზღუდვები ერევანში მწვავე შეფასებების მიზეზი გახდა. სომხური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები მოსახლეობაში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ ნეგატიურ განწყობებს აძლიერებს.

ფაშინიანის განცხადებით, მთავრობა დახმარების პროგრამებს აამოქმედებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვების შედეგად დაზარალდნენ.

მისივე პოზიციით, თუ ექსპორტისთვის უსამართლო ბარიერები შენარჩუნდება, სახელმწიფო მწარმოებლების მხარდაჭერას, სუბსიდირებასა და მათთვის ახალი ბაზრების მოძიებას უზრუნველყოფს.

სომხეთის პრემიერი განსაკუთრებულ ყურადღებას საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ერთ ბაზარზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

რუსეთმა სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები ცოტა ხნის წინ დააწესა.