საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების პერსპექტივა პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე განსახილველ თემად რჩება. ამერიკულმა დელეგაციამ შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან ჩაატარა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ხელისუფლებასთან განხილვებისას გამოჩნდა ვაშინგტონის მზადყოფნა მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობის მიმართულებით.
ოპოზიციასთან შეხვედრების დროს ყურადღება 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და ოპოზიციური ფლანგის მდგომარეობაზე გამახვილდა. ამერიკული მხარის შეფასებით, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის ეფექტიანი ოპოზიცია და რეალური პოლიტიკური წარმომადგენლობა აუცილებელ პირობებად განიხილება.