დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან - Palitra News

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან

2026-06-03 09:17:16+04:00

დღეს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. შეხვედრა 12:00 საათზე გაიმართება.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ თანამედროვე პრეპარატების შემოტანაა, რომლებიც ანელებენ დაავადების პროგრესს და ზრდიან სიცოცხლის ხანგრძლივობას.

„დღეს, 3 ივნისს, 12:00 საათზე, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ჩვენ ვითხოვთ დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების შემოტანას, რომლებიც ანელებენ დაავადების პროგრესს და ზრდიან სიცოცხლის ხანგრძლივობას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სახელმწიფო მიიღებს სწრაფ ზომებს ჩვენი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენად,“ - აღნიშნულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.