ირაკლი კობახიძე ივნისის ბოლოს პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს - დოკუმენტის პირველადი ვერსია საკანონმდებლო ორგანოში უკვე შეტანილია.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია როგორც შიდა და გარე გამოწვევებზე, ისე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. მთავრობის შეფასებით, ქვეყანა აგრძელებს მრავალვექტორულ თანამშრომლობას სხვადასხვა სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან დაახლოების პროცესს. დოკუმენტში ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც არის საუბარი. აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.1%-ით გაიზარდა.
ანგარიშის გამოქვეყნებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მთავრობა საზოგადოებას ქვეყნის რეალური მდგომარეობის ნაცვლად განსხვავებულ სურათს სთავაზობს და არსებული ვითარების შესახებ არაობიექტურ წარმოდგენას უქმნის.