გადაიტვირთება თუ არა აშშ-საქართველოს ურთიერთობები - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკოსებს - Palitra News

გადაიტვირთება თუ არა აშშ-საქართველოს ურთიერთობები - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკოსებს

2026-06-03 10:04:03+04:00

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის დასრულების შემდეგ, ამერიკის საელჩომ საქართველოს ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ მხარეებთან გამართული შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნული საკითხი პოლიტიკური განხილვის ერთერთი მთავარი თემაა.

საელჩოს ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გააცნო, რათა ორ ქვეყანას შორის მომავალზე ორიენტირებული და კონსტრუქციული თანამშრომლობა განვითარდეს. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ პარტნიორობა ორივე სახელმწიფოსთვის პრაქტიკულ სარგებელს მოიტანს და ორმხრივი ურთიერთობების სრულ პოტენციალს აამოქმედებს.

მთავრობის შეფასებით, წარსულში დაგროვილი პრობლემების გადალახვა სამართლიან მიდგომაზე დაფუძნებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი. ირაკლი კობახიძე სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინს გამოთქვამს, მაშინ როცა ოპოზიცია ხელისუფლებას კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.