ათონელის რეზიდენციასთნ 4-ი ოქტომბრის მოვლენების ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს - Palitra News

ათონელის რეზიდენციასთნ 4-ი ოქტომბრის მოვლენების ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს

2026-06-03 10:10:09+04:00

ათონელის რეზიდენციასთნ 4-ი ოქტომბრის მოვლენების ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7-დ პირთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და ჩადენილი ქმედება მოინანიეს, რაც შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთ საფუძვლად იქცა.

შეთანხმების პირობების მიხედვით, შვიდივე პირს 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრება. ჯერჯერობით უცნობია, გაფართოვდება თუ არა იმ ბრალდებულთა წრე, რომლებთანაც პროკურატურა ანალოგიურ შეთანხმებას გააფორმებს. ეს საკითხი პოლიტიკურ სპექტრში განხილვის აქტიური თემად რჩება.