გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს - Palitra News

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

2026-06-03 10:11:47+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეს საკარმიდამო ტერიტორიაზე უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი საწარმო, სადაც ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები იყო დამონტაჟებული.

შემოწმების შედეგად ტერიტორიიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 15 მორი და ერთი კუბური მეტრი ფიცარი, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონოდ იყო მოპოვებული.

საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას უკვე გადაეგზავნა.