ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სამთო საქმიანობით დაზიანებული ტერიტორიების აღდგენის მიზნით გამწვანების კამპანია გაიმართა.
ინიციატივა მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისათვის“ და გარემოსდაცვითი მიმართულების წარმომადგენლების თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მთავარი მიზანი სამთო საქმიანობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება და ეკოსისტემის აღდგენაა.
კამპანია „მე დავრგე ხის“ ფარგლებში გამწვანების პროცესში ადგილობრივი სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ჩაერთნენ. მსგავსი ღონისძიებები აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 2024 წლიდან სისტემატურად ტარდება.