რუსული მედია - სანქტ-პეტერბურგში, დრონებით თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა - აეროპორტში 30-მდე რეისი გადაიდო - Palitra News

რუსული მედია - სანქტ-პეტერბურგში, დრონებით თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა - აეროპორტში 30-მდე რეისი გადაიდო

2026-06-03 10:15:27+04:00

სანქტ-პეტერბურგში, დრონებით თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სანქტ-პეტერბურგის ხელმძღვანელობის ცნობით, ქალაქში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.

„დღეს დილით, კრონშტადტის, კიროვსკისა და კრასნოსელსკის რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე უკრაინელი ნაცისტების მიერ დრონებით თავდასხმა განხორციელდა. არიან დაშავებულები. მსხვერპლი არ არის“, - აცხადებს ქალაქის ხელმძღვანელობა.

ასევე, რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათში პულკოვოს აეროპორტში 30-მდე რეისი გადაიდო.

მანამდე, რუსულმა „ტელეგრამ“ არხებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ დრონებით თავდასხმამ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში, „პეტერბურგის ნავთობტერმინალში“ ხანძარი გამოიწვია.