ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

2026-06-03 10:16:08+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევიან-ლე-ბენში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობას საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის ლიდერებთან ერთად მიიღებს.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სამიტის ფარგლებში ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებთან სამხედრო დიპლომატიისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავს.

ცნობისთვის, საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტი 15-17 ივნისს გაიმართება.