ვოლოდიმირ ზელენსკი - გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა

2026-06-03 11:15:34+04:00

გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი სამიზნე სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალი იყო.

„უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან რუსეთის ნავთობის მრეწველობის ამ ობიექტამდე, რომელიც ომს ემსახურება, მანძილი დაახლოებით 1100 კილომეტრია. დარტყმები განხორციელდა კრონშტადტის ბაზაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზეც. კიდევ ერთი სამიზნე ტამბოვის ოლქში მდებარე საწარმო იყო, რომლის მანძილიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრია“, - წერს ზელენსკი X-ზე.