ამ წუთებში, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ თანამედროვე პრეპარატების შემოტანაა, რომლებიც ანელებენ დაავადების პროგრესს და ზრდიან სიცოცხლის ხანგრძლივობას.
შეხვედრამდე გავრცელებულ განცხადებაში მშობლებმა გამოთქვეს იმედი, რომ სახელმწიფო ბავშვების სიცოცხლის გადარჩენად სწრაფ ზომებს მიიღებს.