გეკა გელაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს - Palitra News

გეკა გელაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

2026-06-03 12:49:14+04:00

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან - მაგდალენა გრონოსთან, მოჰამედ ხალედ ხიარისა და კრისტოფ შპეტისთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები დეტალურად განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების სასწრაფო გათავისუფლების საკითხს დაეთმო. ამასთანავე, მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მის მძიმე შედეგებზე იმსჯელეს.