თბილისში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი ქალი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. ამჟამად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.