სოფელ ბეჩოს ჯემალ გაბულდანის სახელობის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა - Palitra News

სოფელ ბეჩოს ჯემალ გაბულდანის სახელობის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

2026-06-03 12:50:36+04:00

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს ჯემალ გაბულდანის სახელობის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა ოფიციალურად გახსნა, რის შემდეგაც იგი ადგილობრივ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

სამუშაოების ფარგლებში, 150 მოსწავლეზე გათვლილ თანამედროვე შენობაში ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, თანამედროვე ლაბორატორიები და გარე სპორტული მოედანი მოეწყო. სკოლაში ახალი გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ შენობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სრულადაა ადაპტირებული. პროექტის ღირებულებამ თითქმის 2 მილიონი და 700 ათასი ლარი შეადგინა.