დავით სონღულაშვილი, ბელარუსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინსკში გამართულ საერთაშორისო გამოფენის „Belagro 2026“ გახსნას დაესწრო - Palitra News

დავით სონღულაშვილი, ბელარუსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინსკში გამართულ საერთაშორისო გამოფენის „Belagro 2026“ გახსნას დაესწრო

2026-06-03 12:51:10+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბელარუსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინსკში გამართულ საერთაშორისო გამოფენის „Belagro 2026“ გახსნას დაესწრო, სადაც ქართული პროდუქცია წელს პირველად იქნა წარმოდგენილი. მინისტრმა საქართველოს პავილიონში ბელარუსის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს, სოფლის მეურნეობის მინისტრს, იური გორლოვსა და გაეროს გენერალურ დირექტორს, კუ დონჟუს უმასპინძლა.

პავილიონი სოფლის განვითარებისა და ღვინის ეროვნული სააგენტოების ორგანიზებით, სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.