მედია - დანიაში ახალი მთავრობის შემადგენლობა წარადგინეს - Palitra News

მედია - დანიაში ახალი მთავრობის შემადგენლობა წარადგინეს

2026-06-03 13:25:08+04:00

დანიაში ახალი მთავრობის შემადგენლობა წარადგინეს, - ინფორმაციას დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი DR-ი ავრცელებს.

მეტე ფრედერიკსენმა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას მესამე ვადით გააგრძელებს, დანიის ახალი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა.

დანიის ახალი მთავრობის კაბინეტის შემადგენლობაში 21 მინისტრია, მათგან 11 ქალია.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ცენტრისტული პარტია „მოდერატების“ ლიდერი, ლარს ლოკე რასმუსენი გააგრძელებს.

დანიის თავდაცვის სამინისტროს „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი იეპე ბრუუს კრისტენსენი უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, ორშაბათს, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. სამთავრობო კოალიციაში სულ ოთხი პარტია შედის, კერძოდ მეტე ფრედერიკსენის „სოციალ-დემოკრატები“, „სოციალ-ლიბერალები“, „მწვანე მემარცხენეები“ და რასმუსენის ცენტრისტული პარტია „მოდერატები“.