დიმიტრი პესკოვი - სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება

2026-06-03 14:19:45+04:00

სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კითხვაზე, რა ტიპის პასუხს გეგმავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულ დარტყმებზე, პესკოვმა უპასუხა, რომ პასუხი „სისტემური ხასიათის“ იქნება.

„მსურს შეგახსენოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ჩვენი პასუხები სისტემურ ხასიათს ატარებს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ასევე, პესკოვის თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია მსგავსი დარტყმების თავიდან ასაცილებლად გრძელდება“.