ასახავს თუ არა პრემიერის ანგარიში ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა - რას ამბობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - Palitra News

ასახავს თუ არა პრემიერის ანგარიში ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა - რას ამბობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები

2026-06-03 15:41:22+04:00

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრემიერის ანგარიში ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას არ ასახავს და საუბარი იმაზე, რომ ქართული ოცნება აშშ-თან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის ძალისხმევას არ იშურებს უბრალოდ აბსურდია. ოპონენტებს არც ანაკლიის ნავსადგურის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად განხორციელების სჯერათ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პორტამდე მისასვლელი გზაც კი არ არსებობს. კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, გეოოლიტიკური დაძაბულობის ფონზე და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, თუმცა ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა მძიმე ფინანსური წნეხის ქვეშაა? ასახავს თუ არა პრემიერის ანგარიში ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა?