ქუვეითში, ირანის მიერ ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა, - ინფორმაციას ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დაშავებულებს შორის მგზავრები და აეროპორტის თანამშრომლები არიან.
ასევე, ქუვეითის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ირანის იერიშის შედეგად დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობები დაზიანდა.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს ირანმა ქუვეითის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ აეროპორტის შენობა „სერიოზულად დაზიანდა“. თავდასხმის შემდეგ ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შეჩერდა.