დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება

2026-06-03 18:07:23+04:00

ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოდკასტ Pod Force One-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ისინი ამას დათანხმდნენ. შეუძლიათ, რომ აზრი შეიცვალონ, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელსაც დათანხმდნენ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ირანი დიდებული წარმატებაა. ვნახოთ, რა მოხდება. შეთანხმებაზე ვმუშაობთ და თუ გამოვა, ეს შესანიშნავი იქნება. თუ არ გამოვა, ამასაც არა უშავს. მაშინ ამას სხვა გზით გავაკეთებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.