უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ დრონებით ლენინგრადის ოლქში, კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყა. უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად რუსული კორვეტი „ბოიკი“ დაზიანდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, რომ ხომალდისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბებს ადგენენ. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ღამით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე კრონშტადტის საზღვაო ბაზა იყო. ამავდროულად, კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულს პასუხი მოჰყვება.