ტრამპი: "მსურს ირანის სულიერ ლიდერ ხამენეისთან შეხვედრა“. - Palitra News

ტრამპი: "მსურს ირანის სულიერ ლიდერ ხამენეისთან შეხვედრა“.

2026-06-03 20:52:07+04:00

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა New York Post-თან ინტერვიუში ისაუბრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ირანის სულიერ ლიდერთან, აიათოლა მოჯთაბა ხამენეისთან შეხვედრა სურს. კითხვაზე, შეხვდება თუ არა ირანის სულიერ ლიდერს, ტრამპმა უპასუხა, რომ მას შეხვედრა სურს, რადგან მას სურს ირანის მეთაურების გაცნობა. შესაბამისად დონალდ ტრამპი ახლა შესაბამის დროს ელოდება და მოვლენების განვითარებას რის შემდეგაც სავარაუდოდ შეხვედრებიც შედგება. ასევე, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა, შესაძლოა, სექტემბრამდეც კი გაგრძელდეს.